რა იწვევს ეკოლოგიურ პრობლემებს


გარემოს დაბინძურებას იწვევს ძალიან ბევრი ფაქტორი,როგორიცაა:დანაგვიანება,ბუნების სხვადასხვა კატასტროფული მოვლენები,მიწისძვრები,გამონაბოლქვი….  დაბინძურება შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს, ჰაერის დაბინძურება,ნიადაგის, წყლის. . .დაბინძურების შედეგად ვრცელდება მრავალი დაავადებები და ამიტომაც აუცილებელია იმის გათვალისწინება თუ როგორ გავუფრთხილდეთ ბუნებას,რათა თავიდან ავიცილოთ კატასტროფული შედეგები.

გარემოს დაბინძურების მიზეზები: 
  • მანქანის გამონაბოლქვი
ჰაერის ინტენსიურ დამბინძურებელს წარმოადგწნს ავტოტრანსპორტი. ამ სახიტ ატმოსპეროს დაბინძურების საშიშროება ყოველწლიურად იზრდება მოტორიზაციის დონისა და ქვეყნების ურბანიზაციის ზრდასთან ერთად. ერთი ავტომობილის ძრავა 45-ჯელ მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე ერტთი ადამიანი. მიმოქცევისას ბუნებაში აღდგება ავტომობილის მიერ მოხმარებული ჟანდბადის მხოლოდ 50%. ავტომობილის გამონაბოლქვი აირები შეიცავს დაახლოებით 200 სხვადასხვა ნივთიერების ნარევს. წელიწადში 200მლნ. ავტომობილი გამოყოპს 200მლნ. ტონა ნახშირჟანგს, 40მლნ ტონა ნახშირწყალბადს და 20მლნ. ტონა აზოტის ოქსიდებს. ძრავების გამონაბოლქვი აირების ძირითად მავნე მინარევს წარმოადგენს ნახშირჟანგი, ბენზინი მომუშავე ძრავისათვის მეტედ დანახასიათებელია აზოტის ოქსიდების, სხვადასხვა ნახშირწყალბადების კანცეროგენების 3,4 ბენზეპირების ჩათვლით, ალდეჰიდების, გოგირდოვანი აირების გამოყოფა. ამას გარდა ბენზინის ძრავები გამოყოფენ ტყვიის, ქლორის, ბრომის ხანდახან პოსპორის შემცველ პროდუქტებს. დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავებისატვის დამახასიათებელია მურის მნიშვნელოვანი რაოდენობის და აგრეთვე ულტრამიკროსკოპული ზომის ჭვარტლის ნაწილაკების გამოყოფა. 
ავტომობილების გამონაბოლქვი აირების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენთი ნახშირჟანგია, იგი უერთდება სისხლის ჰემოგლობინს და ხელ უშლის ორგანიზმის ხსოვილებში ჟანგბადის შეღწევას.
მანქანის გამონაბოლქვი აირები საკმაოდ საშიშ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს არაორგანული ტყვიის შემცველი ნაერთები, რომლებიც წარმოიქმნება ბენზინში ოქტანური რიცხვის ასაწევად დამატებული ტეტრაეთილტყვიის წვისას. დიზელური ძრავების გამონაბოლქვებში ტყვია არ ფიგურირებს.
მსხვილი ქალაქების ატმოსფეროში სხვადასხვა ნივთიერების დიდი რაოდენობიტთ დაგდროვებასთან დაკავშირებით მე-20 საუკუნეში ადგილი აქვს ბუნებაში ახალი ტიპის ფენომენის ე.წ. სმოგის წარმოქმნას. განასხვავებენ სმოგის ორ ტიპს: ლონდონოს და ლოსანჟელესის, იმ ქალაქების სახელწოდების მიხედვით, სადაც იგი პირველად იქნა აღმოჩენილი. ლონდონის სმოგი წარმოიქმნა 1952წლის 5დეკემბერს და 3-4 დღეში 400-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ოგი რამდენიმე ასეულ ტონა კვამლსა და გოგირდოვან ანჰიდროდს შეიცავდა. ასეთი ტიპის სმოგი მხოლოდ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში შეიმჩნევა. სმოგის ძირითად მოქმედ კომპონენტს წარმოადგენს გოგირდმჟაცვა აეროზოლთან შერწყმული გოგირდოვანი აირით.
30წლებში ლოსანჯელესშიც სმოგი თბილ თვეებში შეიმჩმნეოდა. ეს სმოგი წარმოადგენს მშრალ ნისლს 70%-მდე ტენიანობით. ასეთ სმოგს ფოტოქიმიური ნისლი ეწოდება. 
საზღვაო და სამდინარო ხომალდები იწვევენ ნავსადგურების, პორტების და სხვა არხების მისადგომების ჰაერის ლოკალურ დაბინძურებას. დაბინძურების წყაროები არის გემის ძრავები. 
საჰაერო ტრანასპორტსაც დიდი წვლილი შეაქვს ატმოსფეროს დაბინძურებაში. მაგ: 4ძრავიანი თვითმფრინავი აფრენისას ტოვებს შხამიან გამონაბოლქვს, რაც გაჯერებულია იმდენივე მომწამლავი აირით, რასაც ერთდროულად გამოაფრქვევს 6850 მსუბუქი ავტომობილი. თვითმფრინავების ფრენა და რაკეტების კოსმოსში გაშვება ასევე ხელს უწყობს ოზონის სარტყლის დარღვევასაც. რომელიც დედამიწას იცავს მზის მომაკვდინებელი ულტრა იისფერი რადიაციისგან.
თიკო კორაშვილი.
dabindzureba transportit.jpg
  • სტიქიური მოვლენები(წყალდიდობა,მიზისძვრა,ვულკანი,ცუნამი,მეწყერი)
  • ფაბრიკა-ქარხნები
ფაბრიკა-ქარხნები უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში. დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს. ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გონებასაც კი ავნოს. ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება მჟავურ წვიმებს იწვევს, რომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს. ოზონი აირიარომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში ბუნებრივად წარმოიქმნება ჟანგბადისაგან. დედამიწას ოზონის თხელი ფენა იცავს მზის ულტრაიისფერი მავნე სხივების ზემოქმედებისაგან. ოზონის ფენას საწვავის წვით წარმოქმნილი აირები და ფრეონი ანადგურებს, რომელსაც მაცივრები და აეროზოლები შეიცავს. თუ ოზონის ძირითადი ფენა დაზიანდა, კანის კიბოთი დაავადების შემთხვევები მოიმატებს.
  • ტექნოგენური მოვლენები
იაპონიაში მომხდარმა ტრაგედიამ გავლენა იქონია ამ პოსტზე
ტექნოგენური კატასტროფები არის ადამიანის ქმედების შედეგად (ქარხნები, ატომური ელექტროსადგურები, ტყის ჩეხვა და სხვა.) მომხდარი კატასტროფები. ტექნოგენურ კატასტროფებად ითვლება: რადიოაქტიური აფეთქება (ატომური ელექტროსადგური, ატომური ბომბის აფეთქება და ა.შ), ოკეანის დაბინძურება , სმოგი, მჟავური წვიმები, ტყის ჩეხვა, გაუდაბნოება და ა.შ. მე შევეცდები დაწვრილებიტ განახოთ თუ რის მიერ არის გამოწვეული ეს ტექნოგენური კატასტროფები.
რადიოაქტიური კატასტროფა
წარსულში რო არ დავბრუნდეთ გავიხსენოთ იაპონიის ტრაგედია რომელიც დიდი მსხვერპლით დასრულდა მაგრამ უფრო დიდი მსხვერპლი იქნებოდა არა მართო იაპონიაში არამედ მთელ მსოფლიოში რომ აფეთქებულიყო ფუკუშიმაშ ატომური ელექტროსადგური მაგრამ რაღაცნაირად თავი გავართვით ამ უბედურება მაგრამ 1986 წელს უბედურება თავს დაატყდა უკრაინას კერძოთ კი ჩერნობილს სადაც მოხდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ატომური აფეტქება რომელმა შეიწირა 300000 მდე ადამიანის სიცოცხლე და სამუდამოდ დაამახინჯა მილიონობით ადამიანი. ამ შემთხვევამაც ძალიან იმოქმედა ჩვენს დედაბუნებაზე და დიდი ზიანი მიაყენა მას. ეს ადგილი დგესაც უსიცოცხლოა რადგან იქ მაინც შემორჩენილია რადიაციის კვალი. ეს რადიაცია ევროპაში სწრაფად გავრცელდა და აფეტქებიდან მეექვსე დღეს საქართველომდეც მოაღწია
ოკეანის დაბინძურება
ოკეანებში ჩაღვრილი ნავთობი ძალიან ვნებს ოკეანის ფლორასაც და ფაუნასაც. ეს ნავტობი ფარავს წყლის დიდ ნაწილს კლავს ყოველივე ცოცხალს და ზიანს აყენებს სანაპირო ზოლს. 1978 წელს ატლანტის ოკეანეში, საფრანგეთის სანაპიროებთან, კლდეს შეეჯახა და შუაზე გაიპო ტანკერი “ამოკო კადისი” რომლის შედეგად 230000 ტონა ნავთობი ჩაიღვარა ზღვაში და 2000 კვ.კმ-ზე გიგანტური აპკის ფორმირება მოჰყვა, რამაც ევროპის ისტორიაში უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია.
მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფებია დაფიქსირებული სპარსეთის და მექსიკის ყურეებში, კალიფორნიის სანაპიროებთან და ა.შ.
სმოგი
მაღალგანვითარებული ინდუსტრიული რეგიონებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა სოგი. მაგ. იგი აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით თითქმის მთლიანად ფარავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას.ესეთ რეგიონებში ჰაერში იმდენად მაგალია მტვრისა და ქიმიური ელემენტების კონცენტრაცია, რომ მზირ რადიაცია 20-40%-ით მცირდება.
მჟავური წვიმები, ტყის ჩეხვა და გაუდაბნოება

მჟავური წვიმებს ვერ ვუწოდებთ ტექნოგენურ კატასტროფებს მაგრამ იგი ადამიანის ორგანიზმისთვის “შენელებული ნაღმია”. მჟავური წვიმები არის ატმოსფეროში გატყორცნილი ქიმიური ნივთიერები რომლებიც დედამიწაზე წვიმის სახით ბრუნდება.
ასეთი ვითარებების ფონზე სრულიად მიუღებელია ტყეების ჩეხვა. როდესაც ადამიანი ანადგურებს დედამიწის “ფილტვებს” იგი ამასთანავე ანადგურებს ჟანგბადს რომლიტაც სუნთქავს. იაპონიაში მრავლადაა ბარები სადაც ადამიანს შეუძლია შეუკვეთოს ჟანგბადის ნიღბები და ისუნთქოს სუფთა ჟანგბადი.
გაუდაბნოება მსოფლიოში ლემიარიდული კლიმატით გამოირჩეული რეგიონების უმთავრესი პრობლემაა, რაც ისედაც ღარიბი მცენარეულობის გადაძოვებითაა გამოწვეული. დედამიწაზე უდაბნოებს შეუძლია სწრაფად დაიკავონ ნაყოფიერი მიწები და გამოიწვიოს მასობრივი შიმშილი და მიგრაცია
ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა
1970 წლიდან მოყოლებული, არალის ზღვა, რომელსაც ეს სტატუსი სიდიდის ფამო მიანიჭეს (მისი ფართობი აღწევდა 37000 კვ.კმ-ს)თანდათან ქრება.ვრცელი ზღვის ადგილზე რომელიც მდებარეობდა შუა აზიის უდაბნოებში უზბეკეთსა და ყაზახეთს შორის ახლა მხოლოდ ტბაღაა შემორჩენილი. არალის ზღვის ესეთი მდგომარეობა გამოიწვია მასში ჩამავალი მდინარეების: სიდარიისა და ამუდარიის წყლის რესურსების მტაცებლურმა და არაადამიანურმა გამოყენებამ.
  • ნაგავი

ნიადაგის დაბინძურება 



ნიადაგის დაბინძურებას დაუფიქრებლად გადაყრილი ნაგავი იწვევს. ზოგიერთი სახის ნაგავი სწრაფად ლპება, პლასტმასების უმეტესობა კი — არასოდეს.
უაღრესად სერიოზულ დაბინძურებას იწვევს ატომური ელექტროსადგურების რადიაქტიური ნარჩენები. ამგვარ ნარჩენებს, ძირითადად, კონტეინერში ათავსებენ და ჰერმეტულად ხუფავენ, თუმცა მათი მცირე რაოდენობა მაინც ხვდება წყალში ან ჰაერში. მეცნიერებს აშფოთებთ ამგვარი დაბინძურების ხანგძლივი ზემოქმედება, რადგან რადიაქტიური ნარჩენები ათასობით წლის განმავლობაში ინარჩუნებს მავნე გამოსხივების უნარს.

Комментариев нет:

Отправить комментарий